არიან თუ არა დაშავებულები?

2023-08-26 23:54:27

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ონის მუნიციპალიტეტში ხიდის მშენებლობისას მთის ჩამოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შემთხვევის გამო, არავინ დაშავებულა, "ვინაიდან მიმდინარე სამუშაოების გამო, უსაფრთხოების ზომებიწინასწარ იყო მიღებული".

უწყებაში ამბობენ, რომ ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა".

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილისსაავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზისმიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირემეტრიანი მასა.

  • აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, რის გამოც, გზისსავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და მოძრაობა მიმდინარეობდამხოლოდ ერთ ზოლში
  • გზის მონაკვეთზე წარმოებდა კედლის გამაგრების სამუშაოები. დამცავი კედლის140 მეტრი უკვე მოწყობილია და დარჩენილი 40-მეტრიანი სექციის სამუშაოები, რომლის 15 მეტრზეც ჩამოიშალა მიწის მასა, გრძელდება კედლის დარჩენილ სექციაზე

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისასკლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს", - წერია განცხადებაში.