დღეს შოვში დაღუპულ დედასა და 3 მცირეწლოვან ბავშვს დაკრძალავენ

2023-08-26 13:12:13

ქაშუეთის ეკლესიაში შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გიორგი დუდაშვილის მეუღლეს და სამ მცირეწლოვან შვილს 14:00 საათზე თბილისში დაკრძალავენ.

დუდაშვილების ოჯახის 4 წევრს მაშველები სტიქიის ზონაში თითქმის სამი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

ამ დროისთვის არსებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები კიდევ 2 დაკარგულს ეძებენ.