უკრაინაში ქართველი მებრძოლი გულის შეტევით გარდაიცვალა

2023-08-25 18:09:57

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა.

ალექსანდრე ხუსკივაძე უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა, მათ შორის ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა იზიუმი, სოლედარი და ბახმუტი.

33 წლის სამხედრო კიევში გულის შეტევით დაიღუპა. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის გადმოასვენებენ მას სამშობლოში. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულ სამხედრო აგრესიას 53 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.