შოვში, სტიქიის შედეგად გვანცა ბუბაშვილის გარდაცვალება დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცის ბუბაშვილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს.
ბუბაშვილი შოვში მეგობრებთნ - სალომე ხეთაგურთან და ნინო კენჭაძესთან ერთად იმყოფებოდა. მაშველებმა სტიქიის ზონაში სამივე მათგანის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 31 ადამიანი ემსსხვერპლა. 2 მოქალაქეს ისევ ეძებენ.