მაგთი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"მაგთის მობილური ქსელის მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილს ინტერნეტსერვისი შეფერხებით მიეწოდება.
ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რათა უმოკლეს დროში აღდგეს სრულფასოვანი სერვისი.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.