უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, ქართველი მებრძოლი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას ემსხვერპლა:
„მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება“ — აცხადებენ უკრაინის საელჩოში.
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 40-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.