კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკაში კაცმა ცოლი მოკლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მამაკაცი დააკავეს.