2023-08-20 00:55:05
ავარია მსხვერპლით დასრულდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს მოტოციკლი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.
ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.