რუსთავში ყოფილმა ქმარმა ცოლი დაჭრა

2023-08-12 00:01:13

რუსთავში ყოფილმა ქმარმა ცოლი დაჭრა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში 50 წლამდე მამაკაცსა და 40 წლამდე ქალს შორის კამათი არსებული ინფორმაციით ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო. საუბარი მალევე გადაიზარდა ჩხუბში რა დროსაც ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით ქალს სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაჭრილი ქალი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მის სიცხოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა ბრალდებული კაცი ადგილზე დააკავეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.