აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა, რომლებიც რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულების გაზრდას, მერიის წინ აპროტესტებდნენ, ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, სტუდენტებსა და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის კონსესუსი ვერ შედგა, რის გამოც აქციების გამართვას ისინი მომავალშიც გეგმავენ. კონკრეტული დეტალები, როდის და რა ფორმით გამოხატავენ ახალგზარდები პროტესტს ამ დროისთვის უცნობია.