ირაკლი ტაბაღუა - "თავხედობას დავარქმევ ამ ყველაფერს" (ვიდეო)

2017-11-15 22:54:44

რუსთავის მერმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა, ზოგმა პროექტმა მოწონება დაიმსახურა, ზოგმა კი ირაკლი ტაბაღუას აღშფოთება და უარყოფითი შეფასებები გამოიწვია. "ეს არის ადგილი, მოედანი საფეხბურთო, რომელიც დღეს უნდა დასრულებულიყო და დღეს უნდა ჩაბარებულიყო, ასეთი არაკეთილსინდისიერი კომპანიები რომლებიც იღებენ მონაწილეობას რუსთავის განვითარებისთვის გამოყოფილ თანხებზე, აი ასეთ დღეში აყენებენ მუნიციპალიტეტს. თავხედობას დავარქმევ ამ ყველაფერს" - განაცხადა ქალაქის მერმა. ნახეთ ვიდეო.