მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ფორდისა" და "ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.