რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კონკურსი „შოთა რუსთაველი-850“-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. პროზასა და პოეზიაში ჩატარებულ კონკურსში სულ 12 გამორჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულები დღეს, სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოეს. ღონისძიების დასასრულს, კონკურსის მონაწილეებმა შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. კონკურსი „შოთა რუსთაველი-850“ ქალაქის თვითმართველობის, საბიბლიოთეკო გაერთიანებისა და რუსთავისა და ქვემო ქართლის მწერალთა ასოციაცია „რუსთაველის“ ორგანიზებით გაიმართა.