თბილისში, გლდანში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილობრივების თქმით, სატრანსპორტო საშუალებას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.