კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს და საქმეზე დაკავებულია სამი პირი.
უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის დროს პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული.