გარდაბნის მერი ოფიციალურად წარადგინეს

2017-11-13 16:56:02

დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. მერის წარდგენას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, საქართველოს პარლამენტში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი და პარლამენტის წევრი გოდერძი ჩანქსელიანი დაესწრნენ.

რამაზ ბუდაღაშვილი თანამშრომლებს გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნოდარ ბერუაშვილმა წარუდგინა, რის შემდეგაც მერი სიტყვით გამოვიდა.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, პარლამენტის წევრმა სავალან მირზოევმა და ასევე პარლამენტის წევრმა გოდერძი ჩანქსელიანმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს წარმატებული და ნაყოფიელი საქმიანობა უსურვეს.