პრემიერის განცხადება-სამთავრობო ცვლილებები

2017-11-13 11:02:05

მთავრობის სტრუქტურის ცვლილება და საკადრო გადაადგილებები: ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი, მას უხელმძღვანელებს დიმიტრი ქუმსიშვილი და ის შეინარჩუნებს ვიცე პრემიერის პოზიციას. ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია გადაინაცვლებს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ის ასევე გახდება ვიცე პრემიერი. საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი შეიქმნება რომელსაც უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი. ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი. განათლების სამინისტროს უერთდება ახალგაზრდული საქმეების კომპონენტი და მის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც იყო პრორექტორი. კულტურის სამინისტროს უერთდება სპორტის სამინისტროს კომპონენტი და მის ადგილს დაიკავებს მიხეილ გიორგაძე. გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის სამინისტრო და მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ლევან დავითაშვილი. საგარეო საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს მიხეილ ჯანელიძე.