საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ლარი დოლართან მიმართებაში 0.0001 ლარით გამყარდა, თუმცა სავალუტო ჯიხურებში გაცვლითი კურსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ლარი ბოლო 1 კვირის მანძილზე კიდევ 2 პუნქტით გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.593 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.580 ლარად მოგიწევთ. გაცვლითი კურსი შედარებით მაღალია კომერციულ ბანკებში.