რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში არსებული კორპუსის მიმდებარედ ხმაური იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, კამათში და შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის გამოც ადგილობრივებმა 112-ში დარეკეს. მისამართზე კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდებს შორის კამათი ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მატჩის გამო დაიწყო.