რატომ ითიშება ელ.ენერგია

2017-11-10 13:09:02

მეგობრობის გამზირს ელ. ენერგია შეფერხებით მიეწოდება. დღეს დილიდან აღნიშნულ ქუჩაზე შუქის გათიშვა რამდენიმე წუთიანი ინტერვალებით არაერთხელ მოხდა.

შუქის გათიშვის გამო, შეფერხებით უწევთ მუშაობა სავაჭრო ობიექტებს. არ მუშაობს შუქნიშნებიც.

"ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს რომ აბონენტების ნაწილს დენის მიწოდება აღუდგა. დარჩენილ მისამართებზე კი ელ. ენერგიის მიწოდება 40 წუთში აღდგება.

შუქის გათიშვის მიზეზი ქსელებზე მომხდარი ავარია იყო.