პოლონეთში ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით ორი ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 37 და 42 წლის კაცები ბინებში შესაღწევად მაცხოვრებლებს თავს ყვავილების გამყიდველად აცნობდნენ.
დაკავების დროს სამართალდამცავებმა ქართველების ავტომობილიდან 200 000 დოლარი, მოპარული სამკაულები და ტანსაცმელი ამოიღეს, რომლებშიც სახლებში შესაღწევ მოწყობილობებს ინახავდნენ.
ქართველებს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.