რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში ჩხუბი იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პარკში ერთმანეთს 2 ქალი დაუპირისპირდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს თვითმხილველებმა განუცხადეს, ბავშვებს შორის დაწყებული უთანხმოება, დედების ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რის გამოც ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
რეკრეაციულ სივრცესთან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
შემთხვევის შედეგად დაზიანებები არავის მიუღია.