რუსთავს მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს

2017-11-09 13:43:56

რუსთაველი სპორტსმენი მარიამ თურმანიძე  კუნგ-ფუს მსოფლიო ჩემპიონატზე, უშუში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მარიამი 15 წლისაა და 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. მარიამ თურმანიძე 9 წელია რაც სპორტის ამ სახეობას მისდევს. მწვრთნელობას მსოფლიო ჩემპიონს, გიორგი ვერულაძე და ლაშა სუმბულაშვილი უწევს.

ჩემპიონატი ჩინეთის ქალაქ ემეიშანში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა სულ 4 მედალი მოიპოვა, 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მარი თურმანიძემ მოიპოვა , დავით გულისაშვილმა და ნინო ჩიხლაძემ  ვერცხლის მედლები მოიგეს, ლაშა სუმბულაშვილმა კი ვეტერანთა შორის ტაიცზი ცუიანში დაიკავა მესამე ადგილი.