გორში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მცირეწლოვანს, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა, ავტომობილი დაეჯახა.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, პაციენტი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "გორმედის" კლინიკაში გადაიყვანა.