ავარიას 18 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2023-06-03 19:36:08

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, 18 წლის ბიჭი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.