გრძელვადიანი ვაკანსია ქალაქ ვილნიუსში

2023-06-03 19:05:17

ორგანიზაცია "ამბრელა" 12 თვიან ვაკანსიას ამჯერად ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში აცხადებს.

მოხალისეობრივი საქმიანობა სხვა მრავალფეროვან აქტივობებთან ერთად, მოიცავს ახალგაზრდულ ცენტრში მუშაობასა და სხვადასხვა შეხვედრების, ივენთებისა და ბანაკების ორგანიზებას. პროექტი 2023 წლის 1 სექტემბერს დაიწყება და 2024 წლის 31 აგვისტოს დასრულდება.

ორგანიზაცია აფინანსებს მგზავრობის, საცხოვრებლის, კვების, ჯიბის ფულის, დაზღვევის, ვიზისა და ადგილობრივი ტრანსპორტის ხარჯებს.

ორგანიზაციის მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-30 წლის, ასევე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

პროექტის საშუალებით, მოხალისე ისწავლის ლიეტუვურ ენას, იმოგზაურებს ლიეტუვაში, შეძლებს შეიძინოს კომპეტენციები ახალგაზრდულ საქმიანობაში, მიიღებს YouthPass სერთიფიკატსა და საჭიროების შემთხვევაში, სარეკომენდაციო წერილს ამბრელასგან.

განაცხადის შესატანად საჭიროა გააგზავნოთ Europass სივი და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, ელექტრონული ფოსტის მისამართია - sosoumbrella@gmail.com

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 6 ივნისი.

დამხმარე რესურსები:

როგორ შევქმნათ Europass-ის CV.
როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი.
გასაუბრების გზამკვლევი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.