ავტობანზე მანქანა დაიწვა (ვიდეო)

2017-11-08 17:12:42

რუსთავის შემოსასვლელში, ავტობანზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილს ხანძარი მაშინ გაუჩნდა როდესაც ის თბილისიდან რუსთავის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ცეცხლი ძრავში, სავარაუდოდ ელექტრო სადენებს წაეკიდა. ავტომობიში მძღოლი და მგზავრი იმყოფებოდა, მათ მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხეს. ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟმა მიოახდინა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟიც. ნახეთ ვიდეო.