"აღმოჩნდა, რომ სავარძელი, რომელზეც მე დავჯექი, იყო დასვრილი" [photo]

2023-05-31 19:08:15

"სავარძელი რომელზეც მე დავჯექი იყო დასვრილი, სველი, სავარაუდოდ შარდით, მძღოლისგან პასუხად მივიღე, რომ გარეცხა სავარძელი და ჯერ ალბათ არ იყო გამშრალი .

თუნდაც გარეცხილი ყოფილიყო, სველი სავარძლებით უნდა მოემსახუროს მგზავრებს? მაქვს ფოტო მასალა, თუ როგორ დამისველდა თეთრი შარვალი და დაეტყო ყვითელი დიდი ლაქა",- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა რუსთაველმა განუცხადა, რომლის თქმითაც რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებში სისუფთავის პრობლემაა.

"რუსთავიდან ვიმგზავრე სადგურის მოედნის მიმართულებით მიმავალ მარშუტში, რომელიც გამოდის ძველი რუსთავიდან. აღმოჩნდა, რომ სავარძელი რომელზეც მე დავჯექი იყო დასვრილი, სველი, სავარაუდოდ შარდით, მძღოლისგან პასუხად მივიღე, რომ გარეცხა სავარძელი და ჯერ "ალბათ" არ იყო გამშრალი .

თუნდაც გარეცხილი ყოფილიყო სველი სავარძლებით უნდა მოემსახუროს მგზავრებს? მაქვს ფოტო მასალა, თუ როგორ დამისველდა თეთრი შარვალი  და დაეტყო ყვითელი დიდი ლაქა . შედეგად, მომიწია რუსთავში უკან დაბუნება და მოწესრიგება.  როდესაც ძალიან ეჩქარება ადამიანს, ძალიან დიდი დისკომფორტია მსგავსი ფაქტი.

ვინმე აკონტროლებს რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსში სისუფთავეს? ისედაც სუნიან მარშუტკებში ვმგზავრობთ და ახლა შარდიანი სავარძელი უნდა ვითმინოთ? ფასის გაზრდა არ მოქმედებს მომსახურების გაზრდაზე? არ უნდა იყოს დაცული სისუფთავის ნორმები? რა ზომები უნდა მივიღო ჩემი მხრიდან, რომ მძღოლის მიმართ გატარდეს მკაცრი ზომები",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა მგზავრმა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" კითხვით, რა სიხშირით სუფთავდება მიკროავტობუსები, კომპანია "ინტერტრანს" დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები