რუსთავში ერთ-ერთი კორპუსის აივნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2023-05-31 12:44:32

რუსთავში მე-8 მიკრორაიონში N10 კორპუსის აივნების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 145 434 ლარი არის გამოყოფილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები