თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

2017-11-08 13:43:22

ირანელი ქალის გამო, რომელიც თვითმფრინავით მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად მგზავრობდა, თვითმფრინავის ავარიულად დაშვება მოხდა. ინფორმაია twitter-ზე ვრცელდება. პილოტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც ქალმა ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს ჩხუბი დაუწყო.

გავრცელებული ინფორმაციით ქალმა მძინარე ქმრის თითის დახმარებით მისი მობილური ტელეფონი განბლოკა და მიმოწერა წაიკითხა. წაკითხულმა ქალი იმდენად გააბრაზა, რომ მან მძინარე ქმრის დახრჩობა გადაწყვიტა. 

თვითმფრინავის ეკიპაჟმა ქალის დამშვიდება სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ მფრინავებმა ინდოეთის ქალაქ ჩენაიში ავარიული დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს. ეკიპაჟმა ცოლ-ქმარი იქ დატოვა, რის შემდეგაც პილოტებმა რეისი გააგრძელეს.