რუსთაველი კალათბურთელები ვერცხლის მედალოსნები გახდნენ

2023-05-29 13:31:22

რუსთავის საკალათბურთო გუნდი ვერცხლისმედალოსანია. სუპერლიგის ჩემპიონი კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა.

ფინალურ შეხვედრას რუსთავის საკალათბურთო დარბაზმა უმასპინძლა.

შეხვედრის უმეტესი ნაწილი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ, თამაში 11 ქულიანი სხვაობით, თსუ-ს გამარჯვებითა დასრულდა.

რუსთავში 20 ქულით და 7-7 მოხსნა-პასით საუკეთესო იყო ტრეი კროფტი. ლევან ბაბილოძემ 21 ქულა მოიხვეჭა, ხოლო ანზორ ნადირაძე მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორია – 12 ქულა, 10 მოხსნა.