1 გარდაცვლილი და 3 დაშავებული

2023-05-27 15:30:43

წალკაში სარკინიგზო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსუბუქად დაშავდა 3 პირი.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ე.წ. ტექნიკური მატარებელი რელსებიდან გადავიდა და გადაბრუნდა. 

როგორც საინფორმაციო სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ატარებდა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაციც და დაშავებულებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები