კლასელების შეკრება 57 წლის შემდეგ

2023-05-21 19:32:02

კლასელების შეკრება 57 წლის შემდეგ.

რუსთავში, ყოფილ მე-10, ახლა კი უკვე მე-11 საჯარო სკოლაში თანაკლასელები 57 წლის შემდეგ შეიკრიბნენ და პირველ მასწავლებელს ვარსკვლავი გაუხსნეს.

"ჩვენ 1955 წლიდან შემოვედით ამ სკოლაში და პირველი გაკვეთილი ჩაგვიტარდა აქ, სწორედ იმ კლასში, რომელშიც შესული ვიყავით. პირველი მასწავლებელი, ვინც ჩვენთან მოვიდა, ეს იყო ქალბატონი ეთერ ექიზაშვილი. მანაც ინსტიტუტი დაამთავრა თუ არა და სკოლაში ნაბიჯი შემოდგა, პირველი გაკვეთილი ჩვენ ჩაგვიტარა, ჩვენთვისაც პირველი გაკვეთილი იყო ამ სკოლაში და მისთვისაც. ახლა ცოტა ვერ არის ჯანმრთელობის მხრივ კარგად, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სიხარული და ბედნიერება გავუხანგრძლივოთ. ისეთი ყურადრებიანი, ძალიან კულტურული და სულ ახალგაზრდა პედაგოგი იყო. სკოლამ პრაქტიკაში შემოიღო პედაგოგებისთვის ამის გაკეთება და დღეს მას გავუხსენით ვარსკვლავი, ქალბატონი ეთერი ხდება 93 წლის და კლასმა მოვინდომეთ, რომ ეს გაგვეკეთებინა მისთვის", - უთხრა "ინფო რუსთავს" სერგო ტოპრაკაშვილმა.

პედაგოგი, რომელსაც ვარსკვლავი გაუხსნეს, ამ კლასის დამრიგებელი და პარალელურად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 4 წლის განმავლობაში იყო. ეთერ ექიზაშვილმა სკოლა რამდენიმე წლის წინ დატოვა, მთელი ამ ხნის განმავლობაში კი მომავალი თაობის აღზრდას ემსახურებოდა. 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები