ტექდათვალიერების არ მქონე პირი დაჯარიმდება

2017-11-07 11:41:33

“2018 წლის 1 იანვრიდან გარკვეული კატეგორიის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო გახდება ტექნიკური ინსპექტირების პროცედურის გავლა. აღნიშნული კი თავის მხრივ საჭიროებს უფრო ეფექტური, გაზრდილი ფულადი ჯარიმის დაწესებას, ვინაიდან დღეის მდგომარეობით არსებული ჯარიმის ოდენობა (ფიზიკური პირებისთვის 10 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 100 ლარი) არის ძალიან დაბალი მსგავსი მნიშვნელობის მქონე სამართალდარღვევისთვის. ამასთან, 118- მუხლის პირველ ნაწილში სხვადასხვა კატეგორიის სამართალდარღვევის (1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, 2. მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის მიერ სხვა პირისათვის ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა) გაერთიანებით რთულია გამიჯვნა, ორივე სამართალდარღვევის არსებობისას (მართვა და გადაცემა) რატომ უნდა დაჯარიმდეს მხოლოდ მძღოლი, ან გადამცემი და არა ორივე სუბიექტი მაშინ, როცა ორივე სუბიექტის სამართალდარღვევა იქნება სახეზე. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ცვლილება ეხება აღნიშნულ საკითხსაც.”- წერია კანონპროექტის განმართებით ბარათში.

ცვლილებები გამოიწვევს გადასახდელის რაოდენობის ზრდას, კერძოდ, ფიზიკური პირისთვის 10 ლარის ნაცვლად 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით.