გორში 4 წლის ბავშვი ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა.
მცირეწლოვნის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს და ამბობენ, რომ ეს პედიატრის არაკვალიფიციურობის გამო მოხდა.
"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით კლინიკა "გორმედს" დაუკავშირდა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ: "ეს პაციენტი ჩვენთან არ მკურნალობდა, მას ჰქონდა ჩვენს ერთ-ერთ ექიმთან სატელეფონო კომუნიკაცია, სატელეფონო აღრიცხვაზე იმყოფებოდა. დამძიმების შემდეგ შემოიყვანეს ჩვენთან ამბულატორიულად, სტაციონარზე განაცხადეს უარი და წავიდნენ თბილისში".