საქართველოს ჩემპიონების, სარაგბო გუნდის “რუსთავის ხარების” დაჯილდოება [Photo]

2023-05-17 22:58:32

რუსთავის ცენტრალურ პარკში საქართველოს ჩემპიონი სარაგბო გუნდის რუსთავის “ხარების საზეიმო მიღება და დაჯილდოება გაიმართა.

მორაგბეებს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სიმბოლური ჯილდო გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რაგბის კავშირის ხელმძღვანელი, სოსო ტყემალაძე, რუსთავის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები.

შეგახსენებთ, რომ 6 მაის რუსთავის სარაგბო გუნდი “ხარები” 30 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი გახდა. რუსთაველმა მორაგბეებმა ფინალურ შეხვედრაში ბათუმი ანგარიშით 24:22 დაამარცხა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები