იტალის პოლიციამ 800 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღო.
იტალიის პოლიციამ 800 მილიონი ევროს ღირებულების 2 700 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, რომელიც ბათუმის პორტის გავლით სომხეთში უნდა გაეგზავნათ.
ინფორმაციას იტალიური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
მათი ცნობით, ნარკოტიკული ნივთიერება ორ სამაცივრე კონტეინერში ბანანებთან ერთად ინახებოდა და იტალიაში ეკვადორიდან ჩავიდა.
გამოცემა ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ კონტეინერის საბოლოო დანიშნულება სომხეთი იყო, სადაც თითქმის 3 ტონა კოკაინის ჩატანა საქართველოს, კერძოდ კი ბათუმის პორტის გავლით იგეგმებოდა.
იტალიის პოლიციის განცხადებით, ნარკოტიკები 12-მეტრიან კონტეინერში სპეციალური სკანერებისა და პოლიციის გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით აღმოაჩინეს.