სახელოვნებო გაერთიანებებისა და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელის, მარიკა ფიროსმანაშვილის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებზე გამოცხადებული ტენდერი უკვე შედგა, ტენდერი თვითმმართველობამ 100 000 ლარზე გამოაცხადა, თუმცა ინდ.მეწარმე ლაშა კვარაცხელიამ 81 787 ლარად მოიგო. ამ დროისთვის სატენდერო პროცესის ფარგლებში დოკუმენტების გადამოწმება მიმდინარეობს, რის შემდეგაც დაიდება ხელშეკრულება და ცნობილი გახდება საახალწლო ღონისძიებებში მონაწილე შემსრულებლების ვინაობა. საახალწლო კონცერტი 31 დეკემბრის საღამოს გაიმართება, 2-დან 7 იანვრის ჩათვლით კი გაგრძელდება საახალწლო ნაძვის ხე ბავშვებისთვის, რომლის ფარგლებშიც რუსთავის თეატრში კონცერტები გაიმართება, სადაც მონაწილეობას რუსთაველი მსახიობები და სამუსიკო სკოლის ბავშვები მიიღებენ.