ხანძარი ბოლნისში

2017-11-06 11:51:31

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი დარბაზის მიმდებარედ ტყეს ცეცხლი უკიდია. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დღეს დილიდან ცდილობენ. ცეცხლი რმდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული. ცეცხლის ლოკალიზებაში ადგილობრივ მაშველებს, მარნეულისა და რუსთავის სახანძრო ეკიპაჟები ეხმარებიან.