სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ სავაჯახოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება დაიწყო.