ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ქალი ემსხვერპლა, 5 ადამიანი კი დაშავდა

2023-05-08 12:42:24

წყალტუბო-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქ. ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. სამწუხაროდ დაშავებულთა შორის 2 ქალი გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ფოტო: მეგა TV

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები