"ქართული მარშის" წევრების აქცია (ფოტო)

2017-11-04 22:35:41

"ქართული მარშის" წევრებმა აქცია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს შენობასთან გამართეს და ეკა კვესიტაძის გადაცემის მიმდინარეობა გააპროტესტეს. არსებული ინფორმაციით აქციის წევრებმა ფრინველები "ისროლეს" ტელეკომპანიის ოფისის მისამართით. აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და "ქართული მარშის" მონაწილეებს შორის, სადაც სავარაუდოდ 3 მამაკაცი დააკავეს.