სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აპრილის თვეში რუსთავში 83 ობიექტი შეამოწმა, საიდანაც 1 დააჯარიმა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, ქალაქში საჯარიმო, 500 ლარიანი, სანქცია ერთ სასურსათო მაღაზიას დაეკისრა.
ობიექტის დაჯარიმება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო მოხდა.
ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით 133 ობიექტს შემოქმდა, აქედან 2 ობიექტი დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.