პოლონეთში 32 და 36 წლის ქართველი კაცები დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალგაზრდა ქართველებს ბრალად ედებათ რამდენიმე სახლის ძარცვა.
დაკავებულებს წინასწარი სამ თვიანი პატიმრობა უკვე მიესაჯათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.