"ხარებმა" "ლელო-სარასენსს" სძლია

2023-04-23 14:41:22

რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ შესარჩევ ფინალში 26:17 სძლია და 6 მაისს „ავჭალაზე“, 2023 წლის საქართველოს ჩემპიონის სახელის მოსახვეჭად იბრძოლებს.
2019 წლის შემდეგ, ‘ხარები’ ფინალში მეორედ ითამაშებს.

4 წლის წინ რუსთაველები ‘ბათუმთან’ დამარცხდნენ, გასული სეზონი კი მესამე ადგილზე დაასრულეს და უკვე გადაწყვეტით შეიძლება ითქვას, რომ ეს სეზონი წინაზე წარმატებული აღმოჩნდა. 

წინ სეზონის მთავარი მატჩია და ‘ხარები’ 30 წლის შემდეგ მეორე ჩემპიონობის (პირველი 1993 წელს იზეიმა) მოპოვებას ეცდება, მისი მეტოქე კი 30 აპრილს გაირკვევა.