ქართველმა ტაქსის მძღოლმა მგზავრს სცემა

2023-04-22 14:21:21

პოლონეთში 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ქართველ კაცსა და მგზავრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მგზავრობის საფასურის გამო დაიწყო. მგზავრს თანხის გადახდა ბარათით უნდოდა, თუმცა ქართველმა უარი უთხრა და ქეში მოსთხოვა, რის შემდეგაც მძიმე საგნით დაზიანებები მიაყენა, ტელეფონი წაართვა და ადგილიდან მიიმალა.

პოლონელმა სამართალდამცავებმა 29 წლის ქართველი ქურდობისა და ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით დააკავეს. მისი ავტომობილის ჩხრეკისას მოპარული ტელეფონი და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

ახალგაზრდა ქართველს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები