ძმამ ძმა დაჭრა

2023-04-19 18:03:22

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მამაკაცმა ძმა დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" შსს-ში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭს ჭრილობა ცივი იარაღით, ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებული გორის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.

როგორც სიანფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიბა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.