რუსთავში ფართო მოხმარების პური 10 თეთრით გაიაფდა.
მწარმოებლების განმარტებით, ფასის კლების მიზეზი ფქვილზე შემცირებული ფასებია. გასული წლიდან დღემდე ერთი ტომარა ფქვილი დაახლოებით 15 ლარით გაიაფდა.
დღეისთვის ერთი ტომარა ფქვილის ფასი 52-55 ლარის ფარგლებშია.
ამასთან, ასოციაციაში ამბობენ, რომ მწარმოებლები ამ ეტაპზე მოლაპარაკებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აწარმოებენ, რათა საყოველთაო მოხმარების პურის მწარმოებლებისთვის კომუნალური ტარიფები გადაიხედოს.
მათი თქმით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში პურის ფასი კიდევ უფრო შემცირდება.