მეათე კლასელის ბიძა სამოქალაქოს მასწავლებელს უფროსკლასელების მისი ძმისშვილის წინააღმდეგ წაქეზებაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, მარტვილის ერთ-ერთი კერძო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე უფროსკლასელებმა სცემეს. ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, 15 წლის ბიჭის პოზიცია ლგბტ თემთან დაკავშირებით გახდა.
თავდაპირველად სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მოსწავლეებმა პედაგოგს ფეხბურთელ გურამ კაშიას პოზიციაზე ლგბტ თემის შესახებ ჰკითხეს. საკითხმა კლასში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მეათე კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ კი მოგვიანებით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გეი წყვილის ხელის თხოვნის ამსახველი ვიდეო გააზიარა და მასთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. პოსტს კომენტარები როგორც თანაკლასელებისგან ასევე სამოქალაქოს მასწავლებლისგანაც მოჰყვა. მომდევნო დღეს კი გაკვეთილების შემდეგ მოზარდსა და რამდენიმე უფროსკლასელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 15 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვრცლად ნახეთ ვიდეოში.