რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თბილისის ქუჩის მიმდებარედ, 45 წლის კაცსა და 35 წლამდე ცოლს შორის კამათი ჩხუბში გადაიხარდა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
ქმარმა ცოლს სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.
მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.